საპარლამენტო დელეგაცია ინდონეზიის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველო, თბილისი - 14:41 | 30.11.2015
ნანახია: 1648

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1- 2 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით, ინდონეზიის რესპუბლიკის დედაქალაქს ეწვევა. ჯაკარტაში ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო სათათბირო ასამბლეის თავმჯდომარეს და ქვეყნის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს შეხვდებიან. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრას ქვეყნის ვიცე პრეზიდენტთან და  სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის გენერალურ მდივანთან გამართავს.

ოფიციალური შეხვედრების პარალელურად, ქართველი კანონმდებლები ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმს, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების ცენტრს და ჯაკარტის მეჩეთს დაათვალიერებენ. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს საელჩოსა და ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე