ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები სპორტის მინისტრს შეხვდებიან

საქართველო, თბილისი - 16:30 | 07.05.2018
ნანახია: 1346

ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს შეხვდებიან. ისინი შეხვედრაზე მინისტრს  თავიანთ პოზიციებს გააცნობენ. 
შეკრებილ ძიუდოისტებს სურთ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა თანამდებობა დატოვოს. თავად ქევხიშვილი კი, აღნიშნულ შეხვედრას, რომელიც სამინისტროში გაიმართება, არ დაესწრება. 
ძიუდოისტების განცხადებით, მათ წინაშე უამრავი პრობლემაა, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ვერ უმკლავდება. ისინი 10 მაისს დაგეგმილ ყრილობამდე ქვეხიშვილისგან თანამდებობის დატოვებას ითხოვენ.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე