პუტინმა დუმას პრემიერ-მინისტრის პოსტზე მედვედევის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 16:25 | 07.05.2018
ნანახია: 972

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დუმას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

"რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 83-ე და 111-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად პრეზიდენტმა შეიტანა დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა, რათა სახელმწიფო დუმამ თანხმობა მისცეს, მისი რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნას.

ცნობისთვის, მედვედევი 52 წლისაა. ის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სათავეში ედგა რუსეთის ფედერაციის მთავრობას, ხოლო მანამდე ოთხი წელი რუსეთის პრეზიდენტის თანამდბობა ეკავა.

 



 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე