ესპანეთში ულამაზესი მამაკაცი გამოავლინეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 15:42 | 07.05.2018
ნანახია: 985

ქალაქ ლოს-რეალეხოსში მისტერ ესპანეთი -2018 გაიმართა. ყველაზე ლამაზ მამაკაცად ხესუს კოლიადო დასახელდა, რომელიც ქალაქ ვალიადოლიდან არის. 

ქვეყნია ულამაზესი მამაკაცის ტიტულისთვის 52 მონაწილე იბრძოდა.

კოლიადოს გამარჯვება სიურპრიზი გახდა - მან ვალიადოლიდში რეგიონალურ კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა გამარჯვებულმა ფინალში გამოსვლა ვერ მოახერხა და მის ნაცვლად მონაწილეობა კოლიადომ მიიღო.

25 წლის ხესუს კოლიადო ინგლისური ენის მასწავლებელია. ის მომავალში პოლიციელის პროფესიის დაუფლებასაც გეგმავს.

ესპანეთში სილამაზის კონკურსი მამაკაცთა შორის 2013 წლიდან იმართება.








პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე