მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობაში ოლიგარქები არ იქნებიან- ნიკოლ ფაშინიანი

საქართველო, თბილისი - 14:46 | 07.05.2018
ნანახია: 866

სომხეთის ოპოზიციის ლიდრმა ნიკოლ ფაშინიანმა პირობა დადო, რომ პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში ახალ მთავრობაში ოლიგარქებს არ დანიშნავს.

სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია პირველ ვიცე-პრემიერად ერთ-ერთი მსხვილი  ბიზნესმენის ხაჩატურ სუქიასიანის დანიშვნის შესახებ.

 „მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობაში ოლიგარქები არ იქნებიან“, - განუცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ოლიგარქების შეყვანის წინადადებით მისთვის არავის მიუმართავს.

8 მაისს გაიმართება პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური. ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციური ფრაქციებიდან ნიკოლ ფაშინიანია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე