მმართველი პარტია მზად არის ოპოზიციაში გადასვლისთვის

საქართველო, თბილისი - 13:19 | 07.05.2018
ნანახია: 944

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტია  ნიკოლ ფაშინიანის პრემიერად არჩევის შემთხვევაში, მზად არის ოპოზიციაში გადავიდეს. ამის შესახებ პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ ვაგრამ ბაღდასარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია არასდროს გადაეღობება ქვეყნის ინტერესებისა და უსაფრთხოების პერსპექტივებს. „ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით მზად ვართ დავინახოთ პოზიტიური და გავაკრიტიკოთ ნეგატიური მხარეები, ასევე მოვუწოდოთ პრობლემების გადასაჭრელად დიალოგისკენ“, - განაცხადა ფრაქციის თვამჯდომარემ.

8 მაისს პრემიერ-მინისტრის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ერთადერთი კანდიდატი საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ნიკოლ ფაშინიანია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე