საქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველო, თბილისი - 14:34 | 30.11.2015
ნანახია: 1655

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას უკვე შეუდგა. მან პროკურატურაში პირველი საკადრო ცვლილებები განახორციელა. საქართველოს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ მამუკა ვასაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მთავარი პროკურტურის საგამოძიებო ნაწილს კი დღეიდან თეიმურაზ ნაჭყებია უხელმძღვანელებს.

ცვლილება განხორციელდა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის დეპარტამენტშიც, დეპარტამენტის უფროსის პოსტზე ბაკურ აბულაძე დაინიშნა. რაც შეეხება პროკურატურის საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას, ამ პოსტს ნათია სუხიაშვილი დაიკავებს.

ცვლილებები შეეხო ასევე საოლქო პროკურატურის ოფისებს, კერძოდ: შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ლევან პაქსაშვილი დაინიშნა, სამცხე ჯავახეთის საოლქო პროკურორად კი მალხაზ კაპანაძე.

დღესვე, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საოლქო პროკურორებს შეხვდება და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე