17 დაღუპული და 34 დაჭრილი - ძლიერი აფეთქება ავღანეთში

საქართველო, თბილისი - 09:51 | 07.05.2018
ნანახია: 870

სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა ავღანეთში ჰოსტის პროვინციაში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ტელეარხი Tolo News-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.

პოლიციის ინფორმაციით, მეჩეთს ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრადაც იყენებენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ინციდენტთან დაკავირებით დაწყებულია გამოძიება.

ავღანეთში პარლამენტისა და საოლქო საბჭოების ერთობლივი არჩვნები 2018 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი,. ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრების გახნის შემდეგ პრეზიდენტმა აშრაფ განიმ მოძრაობა „თალიბანს“ შესთავაზა დაუბრუნდნენ მშვიდობიან პროცესს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რაზეც თალიბებმა უარით უპასუხეს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე