კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პუჩდემონმა, შესაძლოა, კატალონიას ისევ უხელმძღვანელოს

საქართველო, თბილისი - 16:39 | 04.05.2018
ნანახია: 950

კატალონიის პარლამენტმა ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვილებას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმად კატალონიის ყოფილ ლიდერს ავტონომიის მეთაურის პოსტის დასაკავბელად არჩევნებში მონაწილეობას შეძლებს. ამის შესახებ Assosiated Press-ი იუწყება.

კერძოდ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს იმას, რომ კატალონიის ხელმძღვანელს უფლება ეძლევა შეასრულოს თავისი მოვალეობები ფიცის დადების გარეშე საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც კი.

თუმცა როგორც Assosiated Press-ი აღნიშნავს, კენჭისრის შედეგების მიუხედავად, მადრიდში სასამართლო ამ ინიციატივას დაბლოკავს.

2017 წლის ოტქომბერში კატალონიაში ესპანეთისგან გამოყოფის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა, რომელიც მადრიდმა უკანონოდ აღიარა. პუჩდემონისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სეპარატიზმისა და ფინანსური მაქინაციების ბრალდებით საქმე აღიძრა.

ამ მომენტისთვის პუჩდემონი გერმანიაში იმყოფება. მანამდე შლეზვიტ-გოლშტეინის სასამართლომ პუჩდემონი გირაოთი გაათავისუფლა და მის ექსტრადიციაზე უარი თქვა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე