სექს-სკანდალის გამო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2018 წელს აღარ გაიცემა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 04.05.2018
ნანახია: 1361

შვედურმა აკადემიამ 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემაზე უარი საბოლოდ თქვა. ამის მიზეზი ჟიურის ერთ-ერთი წევრის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

აპრილში აკადემიამ მოიპოვა ცნობები სექსუალური შევიწროების შესახებ. ჟიურის წევრს, კულტურის მოღვაწეს ჟან-კლოდ არნოს 18-მა ქალმა უჩივლა.

შვედური აკადემია ყოველწლიურად გასცემს ნობელის პრემიას ლიტერატურის დარგში ალფრედ ნობელის ანდერძის თანახმად. ეს ტრადიცია 1901 წლიდან გრძელდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე