რომან პოლანსკი აშშ-ის კინოაკადემიიდან გარიცხეს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 04.05.2018
ნანახია: 1112

რეჟისორი რომან პოლანსკი და კომიკოსი ბილ კოსბი ამერიკული კინემატოგრაფიის ხელოვნების და მეცნიერების აკადემიიდან გარიცხეს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს აკადემია აწარმოებს კინოპრემია „ოსკარის“ გადაცემას. 

გასულ თვეში, კომიკოსი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი და მუსიკოსი ბილ კოსბი დამნაშავედ ცნეს სექსუალურ ძალადობაში. რომან პოლანსკიმ კი აღიარა დანაშაული არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო, რომელიც 1977 წელს მოხდა. მას ინტიმური ურთიერთობა 13 წლის გოგონასთან ჰქონდა.

გასულ წელს კინოაკადემიიდან ასევე გარიცხეს პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინიც სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ბრალდებებით.

პოლანსკისა და კოსბის გარიცხვის გადაწყვეტილება ხმის მიცემის საფუძველზე გუშინ მიიღეს.

რომან პოლანსკი თავად არის ოსკარის ლაურეატი: 2003 წელს მან მიიღო პრემია საუკეთესო რეჟისურისათვის, ფილმში “პიანისტი“.

აკადემიის ისტორიის 91 წლის მანძილზე, როგორც ცნობილია მხოლოდ ოთხი წევრია გარიცხული.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე