ნეშვილის სავაჭრო ცენტრში მომხდარ სროლას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 04.05.2018
ნანახია: 843

აშშ-ში ქალაქ ნეშვილის სავაჭრო ცენტრ Opry Mills-ში სროლა მოხდა. ინციდენტის შედეგად დაჭრილი მამაკაცი ვენდერბილტის ჰოსპიტალში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ნეშვილის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სხვა არავინ დაშავებულა, თუმცა მედია ოთხი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა.

სროლა Opry Mills-ში ორ მამაკაცს შორის შეკამათებას მოყვა. ეჭვმიტანილმა სავაჭრო ცენტრის შენობა დატოვა და პოლიციას ჩაბარდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე