მაკკეინი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელოს

საქართველო, თბილისი - 17:00 | 03.05.2018
ნანახია: 1076

ამერიკის ხელისუფლება სერიოზულად უნდა დაფიქრდეს რუსეთის წინააღმდეგ კიბერშეტევის საკითხზე. ამის შესახებ სენატორი ჯონ მაკკეინი თავის წიგნში წერს, რომლის გამოსვლაც 22 მაისს არის დაგეგმილი.

მაკკეინი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება აშშ-ის მხრიდან იქნება პასუხი რუსეთის მიერ 2016 წელს ამერიკის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მაკკეინის თქმით, ვაშინგტონმა უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები კიბერტექნოლოგიების სფეროში. მან აშშ-ის ხელისუფებას მოუწოდა გადავიდეს იერიშზე საინფორმაციო ომში.

თავის წიგნში სენატორი ნეგატიურად აფასებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას რუსეთის მიმართ. მაკკეინის თქმით, თეთრი სახლის მეთაური ავლენს გულუბრყვილობასა და არასერიოზულობას როდესაც მოსკოვს პოტენციურ მოკავშირედ მიიჩნევს.

 „პუტინი არასდროს ყოფილა, არ არის და არასდროს იქნება ჩვენი პარტნიორი“, - ამბობს მაკკეინი.

ამერიკის სპეცსამსახურებმა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულეს.


 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე