ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ძვირფასი საქორწილო საჩუქარი მოუმზადა

საქართველო, თბილისი - 15:58 | 03.05.2018
ნანახია: 1841

წლის ქორწილამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება და პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველი საჩუქრებს უკვე იღებენ.

როგორც ცნობილია, მომავალმა ცოლ-ქმარმა სტუმრებს სთხოვა საჩუქრებზე არ ეფიქრათ და ამის ნაცვალდ საქველმოქმედო ფონდისთვის გაეღოთ შესაწირი. თუმცა პრეზენტისგან, რომლის შესახებაც ბრიტანული ტაბლოიდებისთვის ცნობილი გახდა, ისინი უარს ნამდვიალდ ვერ იტყვიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ საჩუქარს ელისაბედ მეორე უმზადებს. მეორეც -  საუბარია არც მეტი, არც ნაკლები - მამულზე.

ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები მფლობელობაში მიიღებენ უზარმაზარ სასახლეს York Cottage-ს, რომელიც ლონდონთან ახლოს მდებარეობს. ადრე ეს შენობა ელისაბედ მეორის პაპისა და  ბებიის - მეფე გეორგ მეხუთისა და მისი ცოლის მერის რეზიდენცია იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე