"ახალი მემარჯვენეები“ საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მარგველაშვილს დაუჭერენ

საქართველო, თბილისი - 15:29 | 02.05.2018
ნანახია: 939

პარტია „ახალი მემარჯვენეები“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს დაუჭერენ მხარს, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, პარტია მის მხარდაჭერას გეგმავს.

„ვფიქრობთ, პრეზიდენტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს ცნობადობა, გამოცდილება, უნარები და შესაფერისი ჩვევები. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საუკეთესოა გიორგი მარგველაშვილი. ეს არის ჩვენი პოზიცია. თუ თვითონ არ უნდა და მას სხვა ხედვები აქვს, მისი ნებაა. ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება ექნება პოლიტიკურ და სამოქალქო სპექტრს“ – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე