ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება
საქართველო, თბილისი - 12:40 | 30.11.2015 ნანახია: 2253
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი იწყება. სემინარი ხვალ კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი კურსის მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე უწყებაში შეხვდა და წარმატებები უსურვა.
"მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ესტონეთის ელჩმა საქართველოში პრიტ ტურკმა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ. მათ კურსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექტსში, ასევე, ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, სემინარი კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სემინარის მონაწილეები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები არიან.
"კურსის განმავლობაში მონაწილეები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და გამოწვევებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნობიან, ასევე მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. სემინარზე თემატურად განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტერორიზმის ახალი ტალღა და შესაძლო გავლენა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, ხედვები ვარშავის სამიტის წინ, სამოქალაქო კონტროლი შეიარაღებულ ძალებზე, კანონის უზენაესობა და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. კონფერენციის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.
სემინარის ფარგლებში, კურსის მონაწილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე უმაღლესი თანამდებობების პირების, საკანონმდებლო ორგანოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პრეზენტაციებს მოისმენენ. მომხსენებლებს შორის არიან თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები. გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მსმენელებს ჰიბრიდული ომის გამოწვევებსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების პრიორიტეტებს გააცნობს. ეროვნული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ მონაწილეებს ესტონელი ექსპერტი რაულ რებანე ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრება.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრისა და ნატო-ს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) ორგანიზებით მეოთხედ ტარდება. სემინარის მხარდამჭერები არიან საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები", - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















