ობამამ პარიზში ტერაქტების დროს დაღუპულებს პატივი მიაგო

საქართველო, თბილისი - 11:11 | 30.11.2015
ნანახია: 1743

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც პარიზში კლიმატის ცვლილებების სამიტზე იმყოფება, ბატაკლანის თეატრთან, ტერაქტების დროს დაღუპულებს პატივი მიაგო.

ოაბამას ახლდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და ქალაქის მერი ან იდალგო.

პარიზში 13 ნოემბრის ტერაქტების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მდე კი დაშავდა. ტერაქტები საფრანგეთის დედაქალაქში ტერორისტული დაჯგუფების ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე