დავით საგანელიძემ პოლიტსაბჭოს დატოვება გადაიფიქრა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 01.05.2018
ნანახია: 740

დავით საგანელიძემ "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს დატოვება გადაიფიქრა და მის შემადგენლობაში დარჩა. პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შესახებ კახა კალაძემ გააჟღერა. 

პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დატოვებდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობას. 

აკაკი ზოიძის და მამუკა მდინარაძის განცხადებით, საგანელიძის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში დარჩენა ერთხმად გადაწყდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე