სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, აკაკი ზოიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარ იქნებიან

საქართველო, თბილისი - 16:01 | 01.05.2018
ნანახია: 1109

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს რამდენიმე ახალი წევრები ეყოლება.

"პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, ხოლო მთავრობის წევრებიდან მაია ცქიტიშვილი და სოზარ სუბარი", - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც საბჭოს 21-ე წევრად მისი თავი დაასახელა.

პარტიის პოლიტსაბჭოში აღარ იქნებიან: ირაკლი სესიაშვილი, სოფო კილაძე, ეკა ბესელია, გედი ფოფხაძე, აკაკი ზოიძე და რომან კაკულია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე