„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.05.2018
ნანახია: 763

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულებულია. პარტიის მმართველ ორგანოს ახალი წევრები ჰყავს, რომელსაც პარტია ყრილობაზე დაამტკიცებს, - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ დედაქალაქის მერმა  კახი კალაძემ გააკეთა.

პარტიის ახალ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შედიან: ბიძინა ივანიშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი, ილია ნაკაშიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მაია ცქიტიშვილი, სოზარ სუბარი, დავით საგანელიძე, და კახა კალაძე.

პარტიის მმართველი ორგანო მთლიანად ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა, რომელიც სხდომას თავადაც დაესწრო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე