ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომას ესწრება

საქართველო, თბილისი - 14:29 | 01.05.2018
ნანახია: 758

"ქართული ოცნების" პოლიტასაბჭოს სხდომა იწყება. "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებიც პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან ამ წუთებში იკრიბებიან. სხდომას, პარტიის მომავალი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ, დავით საგანელიძე და თემურ ჭკუასელი.  საგანელიძემ განაცხადა, რომ ის უკვე ორ პარტიის მუშაობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში აღარ მონაწილეობს და გეგმავს თავად შესთავაზოს თანაგუნდელებს, რომ დატოვებს პოლიტსაბჭოს. საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური საბჭოდან წასვლისთვის მზად არის თემურ ჭკუასელიც

დაუზუსტებელი ინფორმაციით, საგანელიძისა და ჭკუასელის გარდა, პოლიტასაბჭოს დატოვება მოუწევს კახი კალაძეს და ირინა ფრუიძესაც.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე