დავით საგანელიძე "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 14:04 | 01.05.2018
ნანახია: 714

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ის "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში აღარ იქნება.

"ორ წელიწადზე მეტია პოლიტიკაში არ ვარ. ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა პოლიტიკაში ყოფნას არ ნიშნავს. ამ ხნის განმავლობაში პირადად არც ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიმიღია. ვხელმძღვანელობ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს", - განაცხადა საგანელიძემ.

დღეს, პირველ მაისს ორ საათზე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე საბჭოს ახალ წევრებს აირჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე