გერმანიის მთავრობა საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის დამატებით 252,7 მილიონ ევროს გამოყოფს.
საქართველო, თბილისი - 17:09 | 30.04.2018 ნანახია: 1511
2018 წლის 30 აპრილს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ქალბატონმა ჰაიკე ფაიჩმა, ხელი მოაწერეს ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის. ამ შეთანხმებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს თითქმის 253 მილიონ ევროს (22,7 მილიონი ევროს გრანტს და 230 მილიონი ევროს შეღავათიან სესხს) გამოუყოფს. სხვა პროექტებთან ერთად აღნიშნული თანხები მოხმარდება პროფესიული განათლების სფეროს, ყაზბეგში, იმერეთსა და აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას, ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებას და ასევე ენერგოეფექტიანობის ღონისძიებებს. გამოყოფილი იქნება ასევე გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისათვის.
ქალბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს. „დღევანდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების რაოდენობა რეკორდულია და ნათლად გამოხატავს ჩვენს ქვეყნებს შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას“, - აღნიშნა ქალბატონმა ფაიჩმა. აღნიშნული შეთანხმება ფართომასშტაბიანი დახმარების შესაძლებლობას იძლევა, რაც 2017 წლის აგვისტოში გამართული სამთავრობო კონსულტაციების დროს შეთანხმდა. ფინანსური თანამშრომლობის პროექტებს ქართველ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW). გაგრძელდება ასევე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ დაფინანსებული ის მიმდინარე რეგიონალური პროექტები, რომლებსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მდგრადი ეკონომიკური განვითარების, გარემოს და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობის და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარების სფეროებში ახორციელებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















