კალაძე NDI-ს კვლევის შედეგებს არ ეთანხმება

საქართველო, თბილისი - 16:36 | 30.04.2018
ნანახია: 768

NDI-სთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომები იცით. მოყოლებული 2012 წლიდან, ადგილობრივ ოფისს, რომელიც ატარებს ამ კვლევებს, ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. შესაბამისად, თავს შევიკავებდი კიდევ რამე დამატებითი კომენტარები გავაკეთო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ NDI-ს ახალ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ის ამ შედეგებს არ ეთანხმება.

„არაერთხელ მისაუბრია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ისევ იმ პოზიციაზე ვარ, რა პოზიციასაც ვაფიქსირებდით, არ არის საინტერესო უკვე. კონკრეტულად ქართული კომპანია, ვინც აკეთებს კვლევებს, ჩვენ მათ შედეგებს არ ვეთანხმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე