ქაბულში ორმაგ ტერაქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც

საქართველო, თბილისი - 10:38 | 30.04.2018
ნანახია: 855

ქაბულში დღეს დილით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ხოლო 27-მა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიღო. ამის შესახებ ტელეარხი 1TV ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 7 დაღუპულისა და 20 დაშავებულის შესახებ.

ორი აფეთქება ქაბულში დილით მოხდა. მედიის ცნობით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოტოციკლით განახორციელა. დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის მეორე აფეთქებისას არიან TOLOnews, 1TV, Al Jazeera-ს და სხვა მედია საშუალებების ჟურნალისტებიც.

სააგენტო France-Presse თავისი ფოტორეპორტიორის, შა მარაის ტერაქტში დაღუპვას ადასტურებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე