გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 14:22 | 27.04.2018
ნანახია: 782

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მაიკ პომპეოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას ულოცავს და წარმატებულ საქმიანობას უსურვებს.

„ვულოცავ მაიკ პომპეოს რიგით 70-ე სახელმწიფო მდივნად დამტკიცებას! ვუსურვებ წარმატებას მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო  გაღრმავდება და განმტკიცდება“, - წერს გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე