დონალდ ტრამპმა ცოლი დაბადების დღეზე უსაჩუქროდ დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 27.04.2018
ნანახია: 1415

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ თავის ცოლს მელანიას დაბადების დღეზე არაფერი აჩუქა. ამის შესახებ მან თავის საყვარელი ტელეშოუს Fox and Friends-ის ეთერში განაცხადა.

 „შესაძლოა პრობლემები შემექმნას. მე ძალიან დაკავებული ვარ იმისათვის, რომ საჩუქრები ვეძებო. არ მაქვს საჩუქარი, მაგრამ მე მას მივუძღვენი შესანიშნავი ღია ბარათი და მშვენიერი თაიგული“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მელანია ტრამპს 26 აპრილს 48 წელი შეუსრულდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე