ექსპოზიცია - „საქართველო - ღვინის აკვანი“ იაპონიაშიც იგეგმება
საქართველო, თბილისი - 10:53 | 27.04.2018 ნანახია: 1755
იაპონიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი, დავით ტყემალაძე და ასოციაციის „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი, თინა კეზელი ცნობილი საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse” და კომპანიის „Sony Music Communications” წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წელს იაპონიაში უმნიშვნელოვანესი ქართული ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი“ გამართვის შესაძლებლობა და ორგანიზაციული საკითხები განიხილეს. აღნიშნული გამოფენა საფრანგეთში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში „Cité des Civilisations Du Vin“ 2017 წელს 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც ქართული ექსპოზიციის ნახვის შესაძლებლობა ათი ათასობით ვიზიტორს მიეცა.
საგამოფენო სივრცის „Terrada Warehouse” პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, რიოტა კიკუჩის, კომპანიის „Sony Music Communications“ წარმომადგენელს, შიმეონ სატოს და ღვინის იმპორტის საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტს, ვატარუ ივამოტოს ქართული დელეგაციის წევრებმა გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი“ დეტალური კონცეფცია გააცნეს. კონცეფცია, გარდა ქართული მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორიის შესახებ ექსპოზიციისა, ღვინის მაგისტრების სემინარებს, თემატური ფილმების ჩვენებას, ფოლკლორულ წარმოდგენებს, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ლექცია- სემინარებს და ღვინის დეგუსტაციებს და სხვა ღონისძიებებს გულისხმობს გულისხმობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსპოზიციის საგამოფენო სივრცესთან ადაპტაციის, ასევე, ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
იაპონურმა მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს აღნიშნული გამოფენის გამართვასთან დაკავშირებით მათი განსაკუთრებული ინტერესი და მხარდაჭერა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა რიოტა კიკუჩი, შიმეონ სატო, ვატარუ ივამოტო, ქართული კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის გასაცნობად, საქართველოში მოიწვია.
იაპონიაში ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი“ და სხვა თემატური ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობები ქართულმა მხარემ ტოკიოს ეროვნული მუზეუმის „უენო“, „ნეძუს“ მუზეუმის, ასევე გაკუშიკაიკანის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე განიხილეს. აღსანიშნავია, რომ გაკუშიკაიკანი 1928 წელს შექმნილი შვიდი ეროვნული უნივერსიტეტის (ტოკიოს, ჰოკაიდოს, ტოჰოკუს, ნაგოიას, კიოტოს, ოსაკას, კიუშუს უნივერსიტეტები) გაერთიანებაა, რომლის ფარგლებშიც, სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიება იმართება.
იაპონიაში ქართული ექსპოზიციის „საქართველო - ღვინის აკვანი“ გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას მხარეები უხლოეს მომავალში მიიღებენ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















