პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოსურათები გამოქვეყნდა

საქართველო, თბილისი - 10:01 | 30.11.2015
ნანახია: 1741

კენსინგტონის სასახლემ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილის - პრინცესა შარლოტას ახალი ფოტოსურათები გამოაქვეყნა.

პრინცესას ფოტოები ანმერ ჰოლში, ნორფოლკის საგრაფოში გადაუღეს.

ბოლოს შარლოტას ფოტოსურათები ივლისში მისი ნათლობისას გამოქვეყნდა.

”კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია მთელი მსოფლიოდან თბილ წერილებს იღებენ, ისინი იმედოვნებენ, რომ ყველას, ისევე როგორც მათ, მოეწონება ეს მშვენიერი ფოტოსურათები”, -ნათქვამია კენსინგტონის სასახლის განცხადებაში.

პრინცესა შარლოტა უილიამისა და ქეითის ოჯახში მეორე შვილია. ამ დღეებში ის 6 თვის შესრულდა.

შარლოტა ბრიტანეთის ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრეა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე