ივანიშვილის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რომ ღრმა კრიზისია "ქართულ ოცნებაში" და მთელ ქვეყანაში - ბოკერია
საქართველო, თბილისი - 14:20 | 26.04.2018 ნანახია: 1137
პარტიის თავმჯდომარეობიდან კვირიკაშვილის გადადგომა და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის ოცნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით - ასეთი კომენტარი გააკეთას ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტიდან პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით
გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან გამოსვლა ადასტურებს იმას, რაც ისედაც კარგად იცის მთელმა ქვეყანამ, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაში.
„კვირიკაშვილის გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან და ბიძინა ივანიშვილით ჩანაცვლება ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამე - ივანიშვილით დაწყებული კვირიკაშვილით დამთავრებული და მთელი ამ გუნდით დასრულებული, მათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლისთვის. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და თავისი მმართველობით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 26 აპრილს, „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო. ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ დრომდე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















