ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ის პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 12:55 | 26.04.2018
ნანახია: 1009

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში ბრუნდება. ბიძინა ივანიშვილი სამომავლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ უხელმძღვანელებს, რომელსაც ამ დრომდე მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა  „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მან ბიძინა ივანიშვილს დღეს შესთავაზა პარტიის თავმჯდომარეობა, რაზეც თანხმობა მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე