გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 26.04.2018
ნანახია: 743

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის თავმჯდომარეობაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ 2016 წლის 14 მაისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე აირჩიეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე