ოკუპანტებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 26.04.2018
ნანახია: 1525

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი,  50 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

როგორც მაუწყებელს სოფელ ქვეშში გორის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათიაშვილმა განუცხადა, სერგო დარბაიძე  საკუთარი მიწის ნაკვეთიდან არის წაყვანილი. სხვა დეტალები ამ დრისთვის უცნობია.

სოფელი ქვეში საოკუპაციო ზოლთან მდებარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე