„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართება

საქართველო, თბილისი - 11:53 | 26.04.2018
ნანახია: 779

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან.

შეხვედრაზე განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრების მიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.

ამასთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პარტიის წინაშე არსებულ ამოცანებსა და ყრილობისთვის მოსამზადებელ საკითხებს განიხილავენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე