"რეალმა" "ბაიერნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 26.04.2018
ნანახია: 1450

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში "რეალმა" "ბაიერნი" სტუმრად 2:1 დაამარცხა.

28-ე წუთზე ანგარიში "ბაიერნის" ფეხბურთელმა კიმიხმა გახსნა. 44-ე წუთზე კი "რეალის" მოთამაშემ -მარსელომ საჯარიმოს ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმში სამეფო კლუბმა ანგარიში გაზარდა. 57-ე წუთზე მეორე გოლი "ბაიერნის" კარში ასენსიომ გაიტანა. განმეორებითი შეხვედრა შემდეგ კვირას გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე