სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოში უდიდესი იქნება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 25.04.2018
ნანახია: 1043

სტამბოლის ახალი აეროპორტი მსოფლიოში ყველაზე დიდი იქნება.

ის სამი მეგაპროექტიდან ერთ-ერთია, რომელიც ქალაქში თურქეთის პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანის ინიციატივით შენდება. 2016 წელს ბოსფორის სრუტეზე გაიხსნა მესამე  ხიდი, წელს კი იწყება არხის „სტამბოლის“ მშენებლობა, რომელიც ბოსფორის პარალელურად გაივლის.

ახალი აეროპორტის გახნა ოქტომბერში იგეგმება. აეროპორტის სამშენებლოს სამუშაოების 85 პროცენტი უკვე შესრულებულია.

აეროპორტის ფართობი 80 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენს. მისი საბოლოო ექსპლუატაციის შემდეგ დასაქმებული იქნება 225 ათასი ადამიანი და მას ერთდროულად 114 თვითმფრინავის მიღება შეეძლება. სულ აეროპორტიდან რეისები 350 მიმართულებით შესრულდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციები 10,2 მლრდ დოლარს შეადგენს და მოსალოდნელია, რომ ექსპულუატაციის პირველი 25 წლის განმავლობაში აეროპორტი 22,2 მლრდ დოლარის მოგებას მოიტანს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე