"ლივერპულმა" "რომა" 5:2 დაამარცხა - რომაელი გულშემატკივრები მორიგი სასწაულის მოლოდინში

საქართველო, თბილისი - 10:19 | 25.04.2018
ნანახია: 1353

ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "რომა" ანგარიშით 5:2 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მუჰამედ სალაჰმა ორი შესანიშნავი ბურთი გაიტანა და ყოფილ კლუბს დუბლი შეუსრულა. 
მეორე ტაიმში რობერტო ფირმინომ  ორჯერ და მანემ ერთხელ დალაშქრეს მეტოქის კარი.  თუმცა "რომამ" შანსები მაინც დაიბრუნა - ედინ ჯეკომ ჩინებული გოლი გაიტანა, პეროტიმ კი პენალტი  ზუსტად შეასრულა და რომალებს საპასუხო თამაშისთვის შანსები მიეცათ. "რომას" გულშემატკივრები მორიგ სასწაულს საპასუხო მატჩზე დაელოდებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე