WIZZ AIR ახალი ტრენინგ ცენტრის მშენებლობას იწყებს
საქართველო, თბილისი - 18:29 | 24.04.2018 ნანახია: 1568
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air 2018 წლის ბოლოსთვის ახალ ტრენინგ ცენტრს გახსნის. ახალ ობიექტში მოეწყობა სრული ფრენის 2 სიმულატორი, ასევე გადაუდებელი ევაკუაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სასწავლო მოწყობილობა.
ავიაკომპანია აგრძელებს ევროპის მასშტაბით ზრდას, ყოველწლიურად 20-ზე მეტი პროცენტით. Wizz Air მომდევნო ათი წლის განმავლობაში ფლოტის სამჯერ გაზრდასაც იმედოვნებს. ახალი თანამედროვე ტრენინგ ცენტრი ავიაკომპანიას ყოველდღიურად ეკიპაჟის 100-მდე წევრის გადამზადების საშუალებას მისცემს. უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნების პარალელურად, მათი რიცხვი მომავალში 250-მდეც გაიზრდება.
ბუდაპეშტის Liszt Ferenc-ის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე მდებარე ობიექტი რეგიონში უდიდესი და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე საავიაციო ტრენინგ ცენტრი იქნება. დაწესებულება ეფექტური და გარემოს დაცვაზე ორიენტირებული საინჟინრო ტექნიკით მოეწყობა და ბაზარზე არსებული უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. სიმულატორებისა და თვითმფრინავის სალონში მუშაობისთვის მოსამზადებელი სპეციალური მოწყობილობების გარდა, 3,800 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ ობიექტზე განთავსდება 14 სასწავლო ოთახი, საოფისე სივრცე, დიდი მისაღები და მოსასვნებელი ოთახი. მომავალში შესაძლებელია ცენტრის გაფართოება დამატებითი სიმულატორებითა თუ სასწავლო ოთახებით, რაც კომპანიის მეტ მოქნილობასა და ზრდას განაპირობებს.
დიდერიკ პენმა, Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და ოპერაციების უფროსმა განაცხადა; „ 2018 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვეყოლება 1000 საერთაშორისო პილოტისა და სალონის ეკიპაჟის 2000 წევრისგან შემდგარი გუნდი, რომელიც მუდმივად გადამზადდება. Wizz Air-ის გაფართოების პარალელურად, 10 წლის შემდეგ, აღნიშნული ციფრების სამჯერ ზრდასაც ველოდებით. ახალი ობიექტი ჩვენი გადამზადების შესაძლებლობებს გააფართოებს და უმაღლესი კლასის სტანდარტებისკენ ჩვენს სწრაფვას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.
ეარბას A320 ტიპის თვითმფრინავის სრული ფრენის ორ ახალ სიმულატორს Wizz Air-ს მოაწვდის CAE, სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე სასწავლო გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული მსოფლიო ლიდერი კომპანია. CAE ასევე უზრუნველყოფს სასწავლო ტექნოლოგიების გამართულ მუშაობასა და 10 წლის განმავლობაში მათ სათანადოდ შენარჩუნებას.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ Wizz Air-ს პილოტების მომზადებასა და სასწავლო აღჭურვილობის მობილიზებაში ვეხმარებით“ - განაცხადა ნიკ ლეონტიდისმა, CAE-ს ჯგუფის პრეზიდენტმა. „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ Wizz Air-თან პარტნიორობას და ჩვენი მრავლისმომცველი სასწავლო გამოცდილებით მხარს ვუჭერთ მის ზრდას მომავალში“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















