ალექსი პეტრიაშვილი: საქართველო სავსებით მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის

საქართველო, თბილისი - 16:19 | 29.11.2015
ნანახია: 1950

"საქართველო სავსებით მზად არის NATO-ში გაწევრიანებისთვის,"- ეს განცხადება თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაააქტიუროს მუშაობა საგარეო ფლანგზე. 

"მთავრობამ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს. საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს უფრო პროაქტიური. საშინაო მიმართულებითაც ძალიან სერიოზული წინსვლები უნდა იყოს რეფორმების კუთხით. საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე მუშაობა იქნება გადამწყვეტი,"- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე