ელენე ხოშტარია: NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავმართავთ ქვეყნის შიგნით პროცესებს

საქართველო, თბილისი - 13:09 | 29.11.2015
ნანახია: 1617

"NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წავმართავთ ქვეყნის შიგნით პროცესებს,"- ეს განცხადება საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ გააკეთა. ხოშტარია მოუწოდებს საქართველოს მთარობას გაითვალისწინოს ის შენიშვნები, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს საქართველოსთან დაკავშირებით აქვთ. 

"მუდმივად გვესმის შენიშვნები ოპონენტებთან ურთიერთობაზე, სასამართლო სისტემაზე და მედიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო აძლიერებს სკეპტიკოსი ქვეყნების
პოზიციას. ეს გვიქმნის პრობლემებს მათ შორის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში. ისედაც რთულ დიპლომატიურ პროცესში, ჩვენ ვუმატებთ არგუმენტებს იმ ქვეყნებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენ ჯერ მზად არ ვართ,"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე