რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 29.11.2015
ნანახია: 1756

რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი ვლადიმერ პუტინმა. პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა იმპორტზე შეზღუდვები დაწესდება მთავრობამ ორშაბათს უნდა წარადგინოს.

თურქეთის მიერ რუსული მოიერიშეს ჩამოგდებას კრემლში კიდევ ერთხელ უწოდეს ღალატი და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურეცედენტო ვითარებაა შექმნილი.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმედს გამოტქვამს, რომ ამ თემაზე ვლადიმერ პუტინს პირისპირ დაელაპარაკება, როდესაც ორივე ლიდერი პარიზში კლიმატის სამიტში მონაწილეობისთვის ჩავა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებსაგან თავის შეკავება ურჩია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე