People-მა პლანეტის ულამაზესი ადამიანი დაასახელა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 19.04.2018
ნანახია: 1191

ჟურნალმა People-მა ყველაზე ლამაზი ადამიანების სია შეადგინა. რეიტინგის ლიდერი მომღერალი ალიშა ბეტ მური გახდა, რომელიც ფინქის სახელით არის ცნობილი. მომღერალი სპეციალური გამოშვების გარეკანზე მოხვდა. ფოტოზე ფინქი ორ შვილთან ერთად არის აღბეჭდილი. ნომერში მასთან ინტერვიუ არის დაბეჭდილი.

ჟურნალი გაყიდვაში 20 აპრილს გამოვა.

ლამაზი ადამიანების რეიტინგში 70 ქალი და 5 მამაკაცი მოხვდა. მათ შორის არიან პრინც ჰარის საცოლე მეგან მარკლი, მსახიობი გალ გადოტი, რეპერი დრეიკი და ჩოგბურთელი სერენა უილიამსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე