გარკვეული ძალები ცდილოებენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს იმიჯი შეულახონ - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:50 | 18.04.2018
ნანახია: 829

გარკვეული ძალები ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილოებენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორს იმიჯი შეულახონ და ეს პროცესები სუს-ს სათანადოდ აქვს შეფასებული.

"გარკვეული ძალები ახდენენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და ცდილობენ საერთაშორისო დონეზე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორს იმიჯი შეულახონ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეს პროცესები სათანადოდ აქვს შეფასებული და აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა მის გასანეიტრალებლად", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაური პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის წლიურ ანგარიშს დღეს წარადგენს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე