სირიაში შაირათის აეროდრომზე სარაკეტო თავდასხმას რუსული მედიის წყარო არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 16:20 | 17.04.2018
ნანახია: 1113

სირიის შაირათის აეროდრომზე  თავდასხმას უარყოფს რუსული მედიის წყარო.

„აეროდრომი გეგმიურ რეჟიმში მუშაობს. ღამით არავითარი თავდასხმა არ ყოფილა“, - განაცხადა მან.

მანამდე სირიის ოფიციალურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  სირიელმა სამხედროებმა ცხრა რაკეტა ჩამოგდეს, რომელიც ჰომსის პროვინციაში შაირათის ავიაბაზის მიმართულებით იყო გაშვებული. სირიული მედია იტყობინებოდა, რომ სარაკეტო თავდასხმა ისრაელის სამხედო-საჰაერო ძალებმა განახორცილეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე