ქვემო ფონიჭალაში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 11:41 | 17.04.2018
ნანახია: 1145

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე, ქვემო ფონიჭალაში, ავტომობილი არასრულწლოვანს დაეჯახა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

უწყების ცნობით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.