თინათინ ხიდაშელი: გერმანიის მხარდაჭერით მოვახერხებთ, ახალ ნაბიჯზე გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს ურთიერთობები
საქართველო, თბილისი - 11:38 | 28.11.2015 ნანახია: 2235საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგას შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა და ურსულა ფონ დერ ლეიენმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე, საქართველო-გერმანიისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გერმანული მხარე საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ თავდაცვის მინისტრს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ფედერალური კანცლერის მრჩეველმა, ქრისტოფ ჰოისგენმა უმასპინძლა. განხილვის მთავარი თემა იყო ვიზალიბერალიზაცია. მინისტრის განცხადებით, გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ცალსახაა და თუკი ევროკომისიის ანგარიში პოზიტიური იქნება, ისინი მზად არიან, მხარი დაუჭირონ გადაწყვეტილებას.
„პოზიტიური შეხვედრები იყო როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, ასევე კანცლერის ოფისში. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, მადლობა გადაგვიხადა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის გაღებული კონტრიბუციისთვის. მოგეხსენებათ, ქართული კონტინგენტი, სწორედ, გერმანული სარდლობის ქვეშ არის ავღანეთში ერთ-ერთ ბაზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრესი და დინამიკა მუდმივად იყოს და დარწმუნებული ვარ, გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერით მოვახერხებთ, რომ პრაქტიკულად ახალ ნაბიჯზე გადავიყვანოთ როგორც გერმანია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, ნატო-საქართველოს ურთიერთობები“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















