LET’S CEE FILM FESTIVAL-ზე 2 ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 15:50 | 14.04.2018
ნანახია: 1376

13-22 აპრილს ვენა LET’S CEE Film Festival-ს უმასპინძლებს.
 
ფესტივალზე კატეგორიაში Promising debuts მარიამ ხაჭვანის ფილმი "დედე" იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერაზე მიწვეულია მთავარი როლის შემსრულებელი ნათია ვიბლიანი.
 
მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი - "ანა / იძინებს მზე" იქნება ნაჩვენები, რომელსაც ფილმის რეჟისორი მარგო ზუბაშვილი ფესტივალზე თავად წარადგენს.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე