ქართული ანიმაციური ფილმი "ჯინო" ინდოეთში გრან პრის მფლობელი გახდა

საქართველო, თბილისი - 15:48 | 14.04.2018
ნანახია: 1282

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი "ჯინო" ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.

"ჯინო" პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.

იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის - სახლის გადასარჩენად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე