რუსეთში დაგეგმილი მაკრონის ვიზიტი არ გადაიდება

საქართველო, თბილისი - 13:52 | 14.04.2018
ნანახია: 864

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ვიზიტი რუსეთში, რომელიც მაისის თვეში იყო დაგეგმილი, არ გადაიდება.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრინმა ტელეარხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

„ეს შეხვედრა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას“ - აცხადებს მინისტრი.

იგეგმება, რომ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს, ვალდიმერ პუტინს მაისში, სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე