დიდი ბრიტანეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 18:19 | 12.04.2018
ნანახია: 1242

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სკრიპალების საქმესთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის საგანგებოდ მოწვევას ითხოვს. ეს განცხადება გაეროში მოქმედმა ბრიტანულმა მისიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სკრიპალების მოწამვლისას ე.წ. „ნოვიჩოკის“ გამოყენება დაადასტურა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია იზიარებს დიდი ბრიტანეთის დასკვნას მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების, ე.წ. „ნოვიჩოკის“ გამოყენების შესახებ.

შეგახსნებთ, რომ დიდი ბრიტანეთის მტკიცებით, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსული წარმოშობის შხამით, „ნოვიჩოკით” მოწამლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე